fixed-img

სერვერები და მონაცემთა დაცვა: გზა სანდო და სტაბილური ბიზნესისკენ

03.06.2025

თეგები:

  • #კავშირგაბმულობა

თანამედროვე ბიზნეს გარემოში კიბერ უსაფრთხოება სტაბილურობის, მომხმარებელთა ნდობისა და გრძელვადიანი განვითარების საფუძველია. 

 

Verizon-მა 2025 წელს კიბერუსაფრთხოების ანგარიში (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ფართომასშტაბიანი კვლევაა) გამოაქვეყნა. კვლევა ეფუძნება ათი ათასობით რეალურ შემთხვევას და ხაზს უსვამს, იმ სერიოზულ რისკებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს  ემუქრებათ. 

 

ანგარიში გვიჩვენებს:

 

  • კიბერშეტევების 30% დაკავშირებულია მესამე მხარეებთან - ეს ნიშნავს, რომ ხშირად ბიზნეს ორგანიზაციებს საფრთხე ემუქრებათ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ან სხვა გარე ორგანიზაციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 
  • ასე რომ, კომპანიებმა არა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, არამედ მთელი პარტნიორული ქსელის დაცვაზე უნდა იზრუნონ. 
  • 34%-ით გაიზარდა შემთხვევები, როცა თავდამსხმელები სისტემაში არსებული შეცდომის ან დაუცველი ადგილის (მაგალითად, ძველი ან განახლების გარეშე დარჩენილი პროგრამა; დაუცველი კოდი) დახმარებით აღწევენ ქსელში. 
  • ეს მკვეთრი ზრდა მიუთითებს, რომ ბევრ კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს სათანადოდ დაცული პროგრამული და ტექნიკური ბაზა. 
  • პერიმეტრის მოწყობილობების (მაგ. როუტერები, ფაიერვოლები) მხოლოდ 54% იყო განახლებული და დაცული, ანუ კომპანიების ნახევარი თავდაცვის წინა ხაზზე უკვე სუსტ მდგომარეობაში იმყოფება, რაც უსაფრთხოების ძირეულ პრობლემას წარმოადგენს. 
  • კიბერ შეტევების 44%-ში გამოვლინდა Ransomware-ის გამოყენება - მავნე პროგრამის, რომელიც სისტემას ბლოკავს და წვდომის აღსადგენად მომხმარებლისგან თანხას ითხოვს.
  • რაც მიუთითებს, რომ კიბერშეტევები უფრო აგრესიული და დამაზიანებელი ხდება. 

 

 

როგორც ვხედავთ, კიბერ შეტევები სულ უფრო ხშირად და  მრავალი გზით ემუქრება ბიზნესს. ამ სტატიაში კი ვუპასუხებთ, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი ბიზნესის უსაფრთხოება და დავიცვათ სერვერები არაავტორიზებული წვდომისგან. 

 

რატომ არის სერვერული ინფრასტრუქტურა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი:

სერვერი, კომპიუტერული სისტემაა, რომელიც შექმნილია სხვადასხვა რესურსების გაზიარებისთვის, ვებსაიტების ფუნქციონირებისთვის, მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან დაკავშირებისთვის, როგორც ლოკალურად, ისე ქსელის საშუალებით. ამიტომ, ბიზნესის სტაბილურობა, დიდწილად გამართულ სერვერულ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.

სერვერის ჰოსტინგი და შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს კომპანიის სპეციფიკას: მონაცემთა მოცულობას, სამუშაო დატვირთვას, დაცვის მოთხოვნებსა და სამომავლო ზრდის პერსპექტივებს.

 მაგალითად:

  • თუკი საბანკო ან ჯანდაცვის სფეროებში მუშაობთ და თავად წყვეტთ, თუ ვის უნდა ჰქონდეს მონაცემებზე წვდომა საოფისე ცენტრში - ფიზიკური სერვერები (On-premises) უნდა გამოიყენოთ - ამ მოდელს ხშირად ისეთი ორგანიზაციები ირჩევენ, რომლებსაც მაღალი დონის უსაფრთხოება ან სპეციალური შესაბამისობა სჭირდება.
  • ხოლო, თუკი სერვერული ოთახის მოწყობა არ გსურთ, ღრუბლოვანი  ინფრასტრუქტურა უკეთესი გამოსავალია. ამ შემთხვევაში სერვერის რესურსები იმართება ისეთი პროვაიდერების დახმარებით, როგორიცაა Amazon Web Services (AWS), Microsoft Azure და Google Cloud. 
  • ზოგი კი ჰიბრიდულ მიდგომას ირჩევს, იგი აერთიანებს ფიზიკურ და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას, ამ დროს კრიტიკული მონაცემებს ინახავთ ლოკალურად, ხოლო ღრუბელს იყენებთ მოქნილობისთვის.

მონაცემთა დაცვა და ყოველდღიური ბექაფირება: როგორ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა შენარჩუნება დამოკიდებულია სერვერული ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე. მონაცემების დაკარგვამ შესაძლოა სრულიად დააზიანოს ბიზნეს საქმიანობა. 

  • თუმცა ჩვენი ბაზების დაცვას სხვადასხვა ტექნოლოგიის დახმარებით შევძლებთ, მაგალითად, RAID (Redundant Array of Independent Disks) ტექნოლოგიით, რომელიც აერთიანებს რამდენიმე დისკს ისე, რომ მონაცემები სხვადასხვა დისკზე ნაწილდება ან დუბლირდება.
  • Cloud Backup-თა და შიფრაციით - ღრუბლოვანი სარეზერვო ასლები უზრუნველყოფს მონაცემების გარე დაცვასთუნდაც ძირითადი სერვერი დაზიანდეს. შიფრაციის (დაშიფვრის) მეშვეობით კი ინფორმაცია კოდირდება, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ავტორიზებულ პირებს შეუძლიათ მის წაკითხვა, თუნდაც, ქლაუდზე წვდომა არასანქცირებულმა პირმა მოიპოვოს.
  • ყოველდღიური ბექაპირება (Backup) ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯია ინფორმაციის შენარჩუნებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემისას (ვირუსი, ტექნიკური გაუმართაობა, ან თუნდაც ადამიანური შეცდომა) შესაძლებელია მონაცემების აღდგენა.
  • შიდა ინფრასტრუქტურა აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე უსაფრთხოების მექანიზმებით: 
  • მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA),
  • დაშიფრული კავშირები (მაგ. HTTPS, SSL),
  • წვდომის კონტროლი.

 

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასურველია ჩატარდეს რეგულარული კიბერუსაფრთხოების აუდიტები, ასევე განახლდეს სისტემური პროგრამები და მოწყობილობები: სწორედ ამ ეტაპზე გამოვლინდება დაუცველი ადგილები, რომლებზეც ჰაკერები აქტიურად მუშაობენ.

ვირტუალური სერვერები და მათი უპირატესობები ბიზნესისთვის

ბიზნესების დიდი ნაწილი დღეს გადადის ვირტუალურ ან ღრუბლოვან სერვერზე, რაც ტექნიკური მდგრადობისა და სისტემური გამართულობის წინაპირობაა.

ვირტუალური სერვერის უპირატესობებია:

  • სისწრაფე და მასშტაბურობა: შეგიძლიათ მარტივად გაზარდოთ სერვერის რესურსები საჭიროებისამებრ;
  • ხელმისაწვდომობა და მოქნილობა: თქვენი IT ინფრასტრუქტურის მართვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებთ;
  • ხარჯთეფექტურობა: ძვირადღირებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის შენახვა აღარ არის საჭირო, რომელსაც თავის მხრივ, სჭირდება სერვერული ოთახი, გაგრილების სისტემა,ადგილზე მომუშავე პერსონალი და სხვა. 
  • IT აუთსორსინგის შესაძლებლობა: პროვაიდერები თავად უზრუნველყოფენ ტექნიკურ დახმარებას.

მაგალითად, თუ სერვერის ჰოსთინგს ისეთი პროვაიდერთან იყენებთ, რომლისთვისაც მონაცემთა დაცვა პრიორიტეტულია, მაშინ თქვენი ინფორმაცია დაცული იქნება როგორც ქსელის დონეზე, ისე აპლიკაციაში. 

სერვერების კომპლექტაცია: რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა

სერვერის სწორად შერჩევა ტექნიკური კომპონენტების დეტალურ გაანალიზებას მოითხოვს, რადგან სწორედ ეს გადაწყვეტს რამდენად უსაფრთხოდ გამართულად გაუმკლავდება იგი სამუშაოს. ამიტომ სანამ კონკრეტულ მოდელს შეარჩევთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა კრიტიკული კომპონენტები უნდა ვიცოდეთ:

  • პროცესორი ასრულებს ყველა გამოთვლით ოპერაციას. რაც უფრო მეტი ბირთვი და ნაკადი აქვს, მით უფრო სწრაფად იმუშავებს სერვერი. 
  • რეკომენდაცია: მაღალი დატვირთვის ვებსაიტებისთვის ან მონაცემთა ბაზებისთვის უკეთესია მრავალბირთვიანი Intel Xeon ან AMD EPYC.
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM) აუცილებელია სერვერისთვის, რათა სხვადასხვა პროგრამის სწრაფი დამუშავება შეძლოთ. 
  • რეკომენდაცია: თუ სერვერზე მუშაობს ბევრი მომხმარებელი ან გადატვირთული პროგრამები, მეტი RAM დაგვჭირდება (32GB, 64GB ან მეტი).
  • მეხსიერების დისკები: SSD ან HDD
  • SSD რეკომენდებულია სწრაფი ჩატვირთვისთვის და მონაცემებზე წვდომისთვის.
  • HDD კი დიდი მოცულობისთვის და ბექაპისთვის.
  • რეკომენდაცია: SSD ძირითადი ფუნქციებისთვის გამოიყენეთ, HDD სარეზერვო ასლების შენახვისთვის. 
  • სერვერები მუშაობისას დიდ სითბოს გამოყოფენ. საჭიროა ეფექტური გაგრილება.
  • რეკომენდაცია: გამოიყენეთ სპეციალური გაგრილების სისტემები (მაგ. ვენტილატორები, ჰაერის ცირკულაციის სისტემები ან თუნდაც ლიკვიდური გაგრილება).
  • ქსელური კავშირები (Network Interface)
    სერვერს სჭირდება სწრაფი და სტაბილური ინტერნეტკავშირი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასზე წვდომა ექნებათ სხვებსაც. 
  • რეკომენდაცია: გამოიყენეთ მინიმუმ, 1Gbps Ethernet პორტები და უზრუნველყავით Firewall-ითა და VPN-ით დაცვა. 

დასკვნა: გზა უსაფრთხო პარტნიორობამდე

დღევანდელ რეალობაში, 

  • სერვერის შერჩევის კრიტერიუმები,
  • მონაცემთა დაცვა და 2025 წლის ტენდენციები ამ სფეროში;
  • კომპანიის საჭირობებზე მორგებული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია 

ის ძირითადი კითხვებია, რომელთა გადაწყვეტა უნდა წარიმართოს პროფესიონალ პარტნიორთან ერთად.

აქციეთ თქვენი ბიზნესი უსაფრთხო და სტაბილურ სისტემად, დაუკავშირდით ItCraft-ს და მიიღეთ უფასო კონსულტაცია!